ტრანსგენდერობის დამკვიდრება საქართველოში – “საია” სამართლებრივი პრეცედენტის შექმნას ცდილობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (“საია”) პრესრელიზიდან: “საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გააგზავნა. საჩივარი ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება”.

“ეროვნულ ორგანოებში” ახალგაზრდა იურისტები, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს გულისხმობენ და არა “ნიკოლო ღვინიაშვილის” სასქესო ორგანოებს. თუმცა მთელი ალიაქოთი სწორედ ამ კაცად გადაკეთებული ქალის ბიოლოგიური ორგანოების გამო არის ატეხილი. რელიზის კიდევ ერთი ამონარიდი:

“მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია „ტრანსსექსუალიზმი.“ ამჟამად ნიკოლოს მეორადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან”.

ხედავთ, რა ხდება? ვიღაც სულით მახინჯმა “ორგანოები” შეიცვალა და ახლა სახელმწიფო ორგანოებმა მისი ამ “ორგანოების” ქეიფზე უნდა იმუშაონ! არადა, ნაცვლად ამისა, საგამოძიებო ორგანოები უნდა ჩაერთონ საქმეში და გამოარკვიონ, რომელი სამედიცინო დაწესებულება იძლევა “ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზს”! ეს ენით აუწერელი დაცინვაა როგორც ქართული სახელმწიფოსი, ისე ქართული მედიცინის!

დასკვნა ერთია: ამორალობის და წარღვნის დამარცხება ცალკეულ პრეცედენტებთან (მათ შორის, რაღაც “გეი-ფილმთან”) ბრძოლით არ გამოვა; ბოროტების თავი უნდა მოიკვეთოს. მაგრამ, ამას საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება, რისგანაც, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ-ჯერობით შორს არის. ეკლესიის საქმეების არევა შიგნიდან იდეალურ გარემოს ქმნის “საიას”, ლომჯარიების და მსგავსი ანტიქართული წარმონაქმნების დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად.

“ნიუსფრონტი-საქართველო”