რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს ლგბტ-აქტივისტებმა რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობაზე ლგბტ-დროშები ჩამოკიდეს.
პერფორმანსის უკან ჯგუფი ცნობილი ჯგუფი Pussy Riot-ი დგას. მათი განცხადებით, შერჩეულია შენობები, რომლებიც „რუსული სახელმწიფოებრიობის მთავარ სიმბოლოებს“ წარმოადგენენ, კერძოდ კი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოსა და კულტურის სამინისტროს შენობები.
პუსი რიოტი ეკლესიაში:
მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან პოლიციამ დააკავა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი არტიომ რადიგინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან კი – გამოცემა Sota-ს კორესპონდენტი დენის სტიაჟკინი.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონება და ჩეჩნეთში გეების მკვლელობების გამოძიება მოითხოვეს.
“იმედი”