საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ დატოვა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა „ქართული ოცნება”.
„საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი. მიზეზი, საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?!”, განაცხადა გიორგი გახარიამ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რაც სააგენტოს თავად გოგაშვილმაც დაუდასტურა.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გაკეთებ“, – აცხადებს გოგაშვილი.
სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი და უკავშირდება თუ არა მისი გეგმები პოლიტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მომავალში ისაუბრებს.
წყარო: cyc.ge