“Голос 60+”-ზე 91 წლის ქალბატონის ტკივილით გაჯერებულმა სიმღერამ მაყურებელი შეძრა (ვიდეო)

მაყურებლებმა და ინტერნეტმომხმარებლებმა ემოციურად შეაფასეს 91 წლის შემსრულებლის, დინა იუდინას გამოსვლა შოუში Голос 60+.

 

მხცოვანმა ქალბატონმა არაჩვეულებრივად შეასრულა ვალენტინა ტოლკუნოვას სიმღერა „რომ არ ყოფილიყო ომი“ და შოუს სუპერფინალში გავიდა.

https://www.youtube.com/watch?v=-8ZXoblI9dM&feature=emb_logo

„ეს სიმღერა უამრავჯერ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ახლა ვიჯექი დარბაზში და გულამოსკვნილი ვტიროდი“, – წერს იუზერი Svetlana Russina. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დინა იუდინა გახდა კიდეც კონკურსის გამარჯვებული.

“სპუტნიკ ჯორჯია”