მსოფლიოში უმსხვილესმა, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.
პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.
მათივე ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკამ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. პირველი რეისის ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.