გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
სიტყვა უტუხი ბავშვობაში მაქვს დედაჩემისგან გაგონილი გურიის სინამდვილეში და ვიცი,რომ რაიმის არ გაგებას, თუნდაც მტყუანი იყოს ჯიუტად საკუთარ პოზიციაზე დგომას ნიშნავს!
ეს ჭირს ოცნებას,სამწუხაროდ არა იმიტომ სამწუხაროდ ,რომ მათზე ვნერვიულობ მაგათ აბარიათ ქვეყნის ბედ-იღბალი და როგორც მიდის ჩვენი ბედკრული ცხოვრება უმეტესობისთვის ვხედავთ !
რატომ გგონიათ,რომ დალაგებული გაქვთ ყველაფერი და არჩევნებს მოიგებთ თან უმეტესობით?
საზოგადოების უმრავლესობა სულ მკვდარსა და ცოცხალს გაგინებთ,ზოგი საერთოდ ნაცებს მიეკედლა თქვენ წარმოგიდგენიან იმ ხორცის მჭამელებთან გადაპორტირდა ვინც აწამებდა მათ?
ეს მეორე უკიდურესობა და უსაქციელობაა ჩემთვის,მაგრამ რა გადაწყვეტილებამდე მიიყვანეთ შეხედეთ!
თქვენი მოგება გაყალბების გარეშე არ არსებულია ამას არც ნაცები შეეგუებიან და არც ევროპა,
ამერიკა, რუსეთი და ატყდება გამიშვი დამიჭირე!
აი ამ დროს ის ადამიანები რას აპირებთ ვინც არავის არ ენდობით და არ მონაწილეობთ ამ ფარსში?
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ლოგიკურად ჩანს, თან მოცემულობაც (ყარაბახის კონფლიქტი) სამწუხაროდ არაა მშვიდობისკენ მიმართული!