ისტორიკოსი ნოდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ისე,მაგარი სიტყვა მოირგეს ახლანდელებმა(თუ მოარგეს?) : უუნარო! როგორ ფიქრობთ,შემთხვევითია ამ მცნების დამკვიდრებაქართულ ცნობიერებაში? არის მოსაზრება, რომ არა! ამ სიტყვის მიღმა ოსტატურად ინიღბებიან, ერთმანეთთან გარიგებული, 9 მთავრობის საერო-სასულიერო აფერისტები! დაახლოებით ასეთი იმიჯი მოირგეს : ნუ,რა იზამ! უუნარონი არიან…მეტს ვერ აკეთებენ ქვეყნისთვის,ხალხისთვის…!!! და სწორედ ეს ხალხი, ისე გემრიელად “თოხლავს” ამ სიცრუეს, თქვენი მოწონებული! კი,მაგრამ თქვე მართლა გამოწილხვედრებულო კონგლომერატო, უუნაროების და ინვალიდების ასარჩევად დაბჟუტურობთ მაგ არჩევნებზე? ან კითხვა როგორ არ გიჩნდებათ ბევრს,ეს “უუნაროები”,როგორ ჭამენ ასე გემრიელად ქვეყანას? აბა ნახეთ ერთი,რომელი წვერიანი თუ უწვერო “უუნარო” დაჩაქჩაქებს დამტვრეული “ზაპოროჟეცით” და როგორ სახლებში ცხოვრობენ? უუნარო და იდიოტი ვინაა, თქვენ თუ, თქვენი არჩეული ბატონები? რამ დაგაშტერათ ასე თქვე მართლა საცოდავებო??