რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნისთვის “დიდი მოვლენა” უწოდა “ცირკონის” ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის გაშვებას რუსეთის ჩრდილოეთში, თეთრ ზღვაში.
7 ოქტომბერს, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინთან ვიდეოჩართვაში აღნიშნა, რომ რაკეტა გაშვებული იქნა თეთრ ზღვაში, საბრძოლო ფრეგატ “Адмирал Горшков”-დან. ზებგერითი, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით რვაჯერ უფრო სწრაფად გაფრინდა და ბარენცის ზღვაში მდებარე სამიზნე გაანადგურა”.
ვლადიმირ პუტინს ბევრჯერ უსაუბრია “ცირკონის” მსგავს ახალი ტიპის შეიარაღებაზე, მისი თქმით ამ იარაღს უცხოეთში ანალოგი არ აქვს.
კონსტანტინე ჩიკვილაძე