ჩემს თვალში, დღეს “ქოცები” საბოლოოდ, ამორალიზმის დონეზე ემსგავსებიან “ნაცებს”- გოგი ლორთქიფანიძე

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

დავით გარეჯის საკითხი დღეს არ აღმოცენებულა და იმ დელიმიტაციის კომისიას ყოველთვის ჰყავდა უფროსობა – პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრი, პარლამენტი… ქვეყნის ტერიტორიას საკუთარ ნებაზე მიშვებული (ჯერ ვინ მიუშვებს!?) ექსპერტი ისევე ვერ გაყიდის, როგორც მე ვერ ვიყიდი ამერიკულ კოსმოსურ ხომალდს. ეს აბსურდია. ქვეყნის ტერიტორიის დათმობა ან ომით ხდება (როგორც ეს მიშამ და “ნაცებმა” იკადრეს და იკისრეს), ან ომის გარეშე – ქვეყნის ხაზინაში შესული მილიარდებით და უმსხვილესი ქრთამებით უმაღესი ჩინოვნიკების დონეზე. სხვა ვარიანტებს მე ვერ ვხედავ. ხოლო დღევანდელ ისტერიასთან, ადამიანების დაკავებასთან და წინასაარჩევნო ბრძოლასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი.

ჩემს თვალში, დღეს “ქოცები” (რომლებიც უკვე ყველაფერზე მიდიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად) საბოლოოდ – ამორალიზმის, პრაქტიკული მეთოდებისა და იდეოლოგიის დონეზე – ემსგავსებიან “ნაცებს” და კარგავენ იმ მიკროსკოპულ უპირატესობასაც კი, რომელიც მათ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ასე თუ ისე გააჩნდათ. ცალკეული ადამიანების ბედი კი არც ერთს აღელვებდა და აღელვებს, და არც მეორეს. ერთი ფესვიდან ამოზრდილები.

გ.ლ.

წყარო