ჟან-ივ ლე დრიანი: ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ შეიქმნება

ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ შეიქმნება, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ბრატისლავაში GLOBSEC-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის აღდგენასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ვერ განვიხილავთ, თუ მასში რუსეთი არ იქნება ჩართული. ამ დიალოგის გზაზე სირთულეებმა ჩვენი ნება არ უნდა შეასუსტოს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგში ევროპამ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს.

„მაგრამ ასევე საჭიროა სიმტკიცე, რადგან ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. რუსეთთან დიალოგის წარმართვა რუსეთისთვის დახმარების გაწევას არ ნიშნავს. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვით ჩვენს ამბიციაზე, მშვიდობიანი კონტინენტი ავაშენოთ. პირიქით, ეს ამ ამბიციის მტკიცედ დაცვას ნიშნავს“, – დასძინა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

“იმედი”