მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მეტროსადგურები “ვაჟა-ფშაველა” და “სახელმწიფო უნივერსიტეტი” დროებით მგზავრებს არ ემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა მის აღმოფხვრას გარკვეული დრო სჭირდება.

კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, დაახლოებით რამდენ ხანში აღდგება აღნიშნული ორი მეტროსადგურის მუშაობა.

 

“რუსთავი2”