წლების წინ დავით გარეჯის რუკები და დოკუმენტები NATO-ს შტაბ-ბინაში ჯეიმს აპატურაის გადავეცით

დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, დავით გარეჯის ირგვლივ საუბარი დღეს და გუშინ არ დაწყებულა.


არქიმანდრიტი ამბობს, რომ წლების წინ დავით გარეჯის რუკები და დოკუმენტები NATO-ს შტაბ-ბინაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის გადასცეს.

“2006 წლიდან ამას გავყვირივართ. მე პირადად, ჩვენ, მამები, ეკლესია – ჩვენი საეკლესიო დელეგაცია ჩასულია NATO-ს შტაბ ბინაში, ბატონ აპატურაის გადავეცით დოკუმენტები, თუ შეიძლება დაგვეხმარეთ აზერბაიჯანთან ამ პრობლემი მოგვარებაში. ჩასულია NATO-ს შტაბბინაში ევროსაბჭოში. ევროპის სახალხო პარტიის მთავარ ოფისში ვიყავით მისული და ასევე რუკები და დოკუმენტები გადავეცით, რომ დაგვეხმარეთ ამის მოგვარებაში. ანუ ეკლესია საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფოსთან კრიტიკულ პოზიციონირებაში ვართ ჩართულები რომ მოგვარდეს პრობლემა”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა “იმედის” გადაცემა “ნამდვილ რიცხვებში”.

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა. (პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა )

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ კურტანიძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახის ღონისძიებად ორთივიანი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს.

 

“აიპრესი”