მთავრობის მთავარი მიზანია, ყველა მოქალაქეს შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს

მთავრობის მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად თუ სად ცხოვრობს ის, შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს თბილისში, ამბროლაურში, სადაც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს თანაბარი კარგი განათლება, ხანდაზმულს კი ნორმალური ჯანდაცვის საშუალება და სოციალური დახმარება.

„ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ უნდა შევძლოთ იმისთვის, რომ ჩვენი უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინდელი და ხვალინდელი დღევანდელზე უკეთესი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

“იმედინიუსი”