ლევან (“ლეონსიო”) ცაბაძე რუსეთის სარაგბო კლუბ „სლავას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ლევან ცაბაძე რუსეთის სარაგბო კლუბის „სლავას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ლეგენდარული ქართველი მორაგბე უკვე გაეცნო ახალი კლუბის მოთამაშეებს და ხელმძღვანელებთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია.

 

ცაბაძე ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში „არმიას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

კარიერის განმავლობაში მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 33 შეხვედრაში, 9 ლელო დადო და გუნდს მთლიანობაში 50 ქულა მოუტანა. 33-დან 12 შეხვედრა ეროვნულ გუნდში ცაბაძემ კაპიტნის რანგში ჩაატარა.

“იმედი”