როგორც ამას წინათ ვიუწყებოდით, საქართველოს მთავრობამ მორიგი დავალება მიიღო აშშ და დიდი ბრიტანეთის საელჩოებისაგან – უზრუნველჰყოს “გეი”-ფილმის შეუფერხებლად ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში.
შსს-ში დღეს მოეწყო ბრიფინგი, რომელზეც ითქვა: “უზრუნველვყოფთ თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”. შსს წარმომადგენლის ნ. ციციაშვილის განმარტებით, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ეს ნიშნავს, რომ მთავრობა პირნათლად ასრულებს “ზემოდან” მიღებულ დავალებას.