აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს – /VIDEO/ …

საომარ მოქმედებებში მონაწილე პერსონალის უზრუნველყოფისა და აღჭურვის საკითხები ყურადღების ცენტრშია და მათი დაუყოვნებლივ გადაწყვეტისთვის ყველა ზომის მიღება ხორციელდება – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ზონის მახლობლად მომარაგებისა და სამომხმარებლო მომსახურების მოძრავი პუნქტებია შექმნილი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ახალ ვიდეოს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 12 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რაიონის მიმართულებით ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, დღეს დილით კი – ერთი, აღდამის რაიონის მიმართულებით.

წყარო: itv.ge