ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის არმიამ სომხების სპეცრაზმის დიდი ჯგუფი გაანეიტრალა

აზერბაიჯანის არმიამ სომხების სპეცრაზმის დიდი ჯგუფი გაანეიტრალა, რომელსაც, წუხელ, გადრუთის ხელახლა დაპყრობა სურდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„თუმცა, სტრატეგიული თავლსაზრისით, ამას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ასეთ ნაბიჯებს უბრალოდ იქ სელფის გადასაღებად ან იმისთვის დგამენ, რომ თავიანთ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ. აზერბაიჯანის არმიამ დიდი ჯგუფი გაანადგურა. სომხების მხარეს წუხელ დაღუპულები ფაშინიანის უპასუხისმგებლო და მტაცებლური პოლიტიკის მსხვერპლნი არიან,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

“აიპიენი”