მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ძმა, მისი დის შვილისთვის დასმული არასწორი დიაგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც გიორგი კალატოზიშვილი წერს, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი ერთ კლინიკაში დადებითი აღმოჩნდა, რაც სხვა ლაბორატორიებში არ დადასტურდა.
“ჩემ დის შვილზე დანიზე, ერთმა კლინიკამ კორონავირუსი აქვსო.
სხვა ლაბორატორიაში გადამოწმების მიზნით ჩატარებულ ხელმეორე ანალიზში ბავშვს არაფერი არ გამოუვლინდა.
100%-იანი გარანტიისთვის ლუგარის ცენტრში დღეს ჩაუტარდა დანის გამოკვლევა და გვითხრეს ის, რომ იმის ნიშანი, ან კვალი არსად ჩანს, რომ გადაიტანა.
ახლა ისმის კითხვა – უნდა ვუჩივლოთ თუ არა პირველ ლაბორატორიას მორალური ზიანისთვის, ფსიქოლოგიური ტრამვისთვის და 7 წლის ბავშვის სტრესში ჩაგდებისთვის?!
Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia რატომ არ აკონტროლებთ სათანადოდ ასეთ ლაბორატორიებს?! სტრესის გარდა ნანკამ ამ სამ კლინიკაში ჯამში 600 ლარი დახარჯა და რომელ კრიზის მენეჯმენტზე და წარმატებულ ჯანდაცვის სისტემაზე მელაპარაკებით, ფულის მკეთებელი კანტორები ვერ გაგიკონტროლებიათ!” – წერს გიორგი კალატოზიშვილი.
https://www.facebook.com/kalatozik/posts/10214744496404591
წყარო: report.ge