მის სიტყვებს ფასი აქვს დაკარგული და სწორედ ეს არის გულის ტკივილის საგანი

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ტვ “ფორმულას”ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  “არც ქების სჯერა და არც ძაგების”, რადგან მის “სიტყვებს ფასი აქვს დაკარგული”

.”მას დღეში შეუძლია ასჯერ ცაში აგიყვანოს, ანგელოზად წარმოგაჩინოს და მერე იქვე ცხრაასჯერ ტალახში გაგორაოს. ამიტომ არის, რომ მის სიტყვებს ფასი აქვს დაკარგული და სწორედ ეს არის გულის ტკივილის საგანი.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში რომელიც ერთი კაცის ხუშტურებით იმართება და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი და ხალხმა იბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ, რომ პროპორციულის მედლის მეორე მხარეს წერია კოალიციური მთავრობა, სადაც გამორიცხულია ყველანაირი მე, მე, მე და არის ჩვენ.

და თუ ჩვენ არ გადავედით ასეთ მართვაზე მაშინ ვერ შევძლებთ იმ გარდამტეხი ცვლილების მოყვანას ქვეყანაში, რასაც ჩვენგან ჩვენი საზოგადოება ითხოვს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

“აიპრესი”