ჩვენ გავაშენებთ ქალაქებს გათავისუფლებულ მიწებზე და ამ ადგილებს სამოთხედ გადავაქცევთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.
“ეს მიწები გაცოცხლდება, იქ სიცოცხლე და ბავშვების სიცილი დაბრუნდება. აზერბაიჯანის მოქალაქეები ღირსეულად იცხოვრებენ ამ მიწებზე”,- დაწერა ალიევმა.
მისივე ინფორმაციით, დაიბომბა ქალაქი განჯა, რაც სომხეთის ფაშისტური პოლიტიკის გამოვლინებაა.
“დაბომბეს ქალაქი განჯა – საზარელი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ეს არის ფაშისტური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც სომხეთის ხელმძღვანელობა ატარებს”,- წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან არის ძალაში.
“აიპიენი”