ოჰ, გალაკტიონ, გალაკტიონ…ამიტომ ვერ გიტანს დიდი ქართველი პოეტი და მგოსანი კოტე ყუბანეიშვილი- ირაკლი დოჭვირი

ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში ირონიულ გზავნილს ავრცელებს:

 

ოჰ, გალაკტიონ გალაკტიონ, შე მასონო შენა. ? ამიტომ ვერ გიტანს დიდი ქართველი პოეტი და მგოსანი კოტე ყუბანეიშვილი. ლენინს და პარტიას რად უმღეროდა რათაო?! მე ისეთი ვაჟკაცი ვარ თავი კბილებში რომ მომჭრათ ძია ლენინზე კარგს არ ვიტყვიო.? (დღევანდელ საქართველოში მაინც ყველა ვაჟკაცი როგორაა??)

სხვათაშორის მართალია კოტე პოეტი. პოეზიის მეფეს ან უყვარდა ილიჩი. ან დაშინებული ყავდათ (არადა ლაჩარი გალაკტიონი როგორი წარმოსადგენია) , ან კიდევ ანგარების სანაცვლოდ უწერდა ლექსებს (ეს კიდევ უარესი, მლიქვნელი გალაკტიონი???)

მაშ ასე 1936 წ. გალაკტიონ ტაბიძე დაჯილდოვდა უმაღლესი ჯილდოდ ლენინის ორდენით!

ნახტომი ვის ჩვევია ვეფხვისთანა,
გამოხედვა ვის აქვს არწივისთანა,
მნათი ცაზე არ იქნება მზისთანა,
მგოსანი კი გალაკტიონისთანა.

შვენის ყაზბეგს მოგიზგიზე ცისკარი,
შვენის არაგვს ძველი არაგვისკარი,
შვენის ზეცას მზე მსოფლიოს ოდენი,
გალაკტიონს კი – ლენინის ორდენი.

გალაკტიონ ტაბიძე

წყარო