“ქართული ოცნების“ ლიდერი წევრების წინასაარჩევნო პათოსი და ფრთიანი გამონათქვამები – ამჯერად ირაკლი კობახიძემ გახარია სხვა პარტიების პრემიერობის კანდიდატებს შეადარა და მარტივი კონცეფციით შემოიფარგლა.
“ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის – ჩვენ გვყავს ერთადერთი ძლიერი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არამარტო კანდიდატია, არამედ მომავალი პრემიერ-მინისტრია ჩვენი ქვეყნის. ის უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ პრობლემებს დაძლევს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება” – განაცხადა კობახიძემ.
წყარო: newposts.ge