“დავით გარეჯის საქმე – ეს არის პროვოკაცია, რუსული სცენარით ქართული არჩევნების კონტექსტში… ამორალური და საფრთხის შემცველი სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობაში” – ბაჩუკი ქარდავა
“დავით გარეჯის საქმე – ეს არის პროვოკაცია, რუსული სცენარით ქართული არჩევნების კონტექსტში“ – ასე აფასებს დავით გარეჯის საქმესთან დაკავშრებულ ,მოვლენებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებას ამორალურს და მოღალატეობრივს უწოდებს.
„არსებობს დაუწერელი კანონები და ეს კანონები პოლიტიკას განსაკუთრებულად ახლავს.
მათ შორის ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ კონკურენცია და ბრძოლა პოლიტიკაში შესაძლოა ყველა ზღვარს გადავიდეს, მაგრამ ერს და სახელმწიფოს არ უნდა ავნოს.
ბიძინა ივანიშვილმა თავის მმართველობის მიწურულს, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალაუფლების შენარჩეუნებისთვის, სააკაშვილის ლანდით დამფრთხალი, თავისი ერისთვის ყველაზე სახიფათო შედეგის მომტანი იარაღის გამოყენებასაც კი არ მოერიდება.
ინფორმაციასაც რომ არ ვფლობდეთ და მხოლოდ მარტივ ლგიკას გავყვეთ, უფრო მეტი რა უნდა იყოს, რუსეთიდან რუკების გადამოცემის პროცესში როცა იგორ გიორგაძის და ქართველ პატრიოტებად წოდებული, რუსული ძალის და ივანიშვილის მთავარი პოლიტ. მოკავშირის, ქართველ პატრიოტთან ალიანსად წოდებული ძალის ხელების ფათურს ვხედავთ. შემდეგ ამას მოჰყვა 2018 წელს, სალომეს არჩევნების წინ, რუსეთის მიერ ივანიშვილისთვის ნაბოძები დავით გარეჯის რუკები, რომლებიც გადაწყვიტეს, გამოეყებნებინათ არა მაშინ, არამედ ამ არჩევნებში ლეშად ქცეული ხელისუფლების გადასარჩენად.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ამ ტიპის პრობლემა არსებობდა, მაგრამ მას სიმწვავე არ ახლდა. არასდროს გვსმენია, რომ მაშინ მომლოცველებს, ქართულ მონასტრებში გადასვლის რაიმე პრობლემა ჰქონოდათ. მეტიც, აშკარად იგრძნობოდა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების მზარდი პროცესი, გარეჯის საკითხის მოგვარების შანსებს ზრდიდა“ – აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო ფანდი, რომელსაც ის გარეჯის სახით იყენებს, ორმაგად საზიანოა. მისივე სიტყვებით, ამორალურია დავით გარეჯის საარჩევნო მიზნებამდე დახურდავება, მეორეს მხრივ მოღალატეობრივი, რადგან საფრთხე უქმნის სახელმწიფოს ურთიერთობობს რეგიონში მის უმთავრრეს სტრატეგჰიულ პარტნიორთან.
„ის, რაც დღეს გვესმის ამ სამარცხვინო ხელისუფლებისგან, ყველაფერი სიცრუეა ბატონებო! და მას არაფერი აქვს საერთო ნაციონალურ ინტერესებთან, უფრო პირიქით.
როგორია დღეს რეალობა:
პირველი – ადამიანები ციხეში ჩასვეს იმისთვის, რომ ყალბ მოწმეობას არ დათანხმდნენ.
მეორე – დავით გარეჯის თემის ახლა წამოწევა და ვითომ წუხილი ივანიშვილის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ მთავარ კონკურენთან, სტრატეგიულ არჩევნებში ძალაუფლების არდათმობისთვის გამოყენებული ფანდია.
მესამე – მაგრამ ეს ფანდი, რომელსაც ივანიშვილი ახლა იყენებს დავით გარეჯის სახით, ორმაგად საზიანოა. ერთი, რომ ამორალურია ქრისტიანული კულტურის უდიდესი ქართული ძეგლის საარჩევნო მიზნებამდე დახურდავება, და მეორე – მოღალატეობრივია, რადგან მასში ღიად რუსული პროვოკაციების სუნი დგას და საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე, აზერბაიჯანთან შემდგომ ურთიერთობებს!
აბა სხვას რას უნდა ველოდოთ სულით და ხორცით პატრიოტების ნიღაბს ამოფარებული, უზნეო ხელისუფლებისგან.
არც არაფერს – ის, ამ არჩევნებში უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში.
წყარო: itv.ge