პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
განადგურებულია ქუშანაშვილების საცხოვრებლის დიდი ნაწილი და კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები.
დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.
ხანძრის ჩაქრობას ახმეტისა და თელავის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.