COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 292 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 13521- ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 292-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 7159 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში – იმყოფება 5 590 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

“რუსთავი2”