ვლადიმირ პუტინი: რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

„ნოვოსიბირსკის ცენტრმა „ვექტორმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“ დაარეგისტრირა. რამდენადაც ვიცი, გზაშია კიდევ მესამე ვაქცინა, რომელზეც ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი მუშაობს“, – აღნიშნა პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.

როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ შეხვედრისას აღნიშნა, ამ ვაქცინის რეგისტრაციის შემდგომი კლინიკური ცდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 40 000 მოხალისეზე ჩატარდება და პირველი პარტია – 60 000 დოზის მოცულობით, უახლოეს პერიოდში იწარმოება.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V” 11 აგვისტოს ოფიციალურად დაამტკიცა.

“აიპიენი”