“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა მოსეირეთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ რა საჭირო იყო კინოთეატრ “ამირანთან” საპროტესტო აქციის გამართვა. ბრეგაძემ თავის “ფეისბუკის” გვერდზე ასეთი განმარტება გააკეთა:
“მთავარი ის კი არ არის, რომ საპატრულო პოლიციის, 3 სხვადასვა სპეცრაზმის, კრიმინალური პოლიციის, დაცვის პოლიციის, ტანკების და ვერტმფრენების (ერთი წყალქვეშა გემი აკლდათ) თანხლებით 20 ხურუშიანი მამათმავალი შევიდა კინოთეატრში და გეი-ფილმს უყურა;
მთავარი ისაა, რომ ყოველივემ უდიდესი პროტესტის და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა გეი-პროპაგანდას; გამარჯვება ისაა,რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს – ქართველებმა ჰომოსექსუალური ფილმი არ მიიღესო;
გუშინდელი აქციით მთელს საქართველოს მოცილდა ის სირცხვილი,რომელიც გეი-ფილმის გადაღებამ მიაყენა!
პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამა მაქსიმუმს მივხედავთ!” – წერს სანდრო ბრეგაძე.