ხუხაშვილმა “სინდისი მიაძინა”

ექსპერტთა ექსპერტი გია ხუხაშვილი ყველაფერში “პრობლემების გადაფარვას” ხედავს და ფიქრობს, რომ გეი-ფილმის დემონსტრირება საპატრიარქოს პრობლემების “გადაფარვას” უკავშირდება.

ხუხაშვილი წერს (“მედიაპრესზე” დაყრდნობით):

“ქვეყანაში აგრესიული კონფორმიზმი ზეიმობს…
პრობლემებია ხელისუფლებაში? საკუთარი უმოქმედობა გადაფარე სისხლიანი 9 წლით… პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით…გადაფარე, სინდისი მიაძინე და შენც ტკბილად დაგეძინება”.

სავარაუდოდ, თავად ბატონ გიას, ალბათ, ორმაგად ტკბილად სძინავს – “არაფორმალურ ლიდერთან” სიახლოვით დიდი ფული იშოვნა, ხოლო მასთან განხეთქილების შემდეგ მასმედიაში გადაინაცვლა; ახლა კი, უპატრონო ქვეყანაში, სადაც პასუხს არავის არაფერზე სთხოვენ, არც გეი-ფილმი ადარდებს, არც საპატრიარქო და არც ხელისუფლება – უბრალოდ ერთობა და მასმედიასაც ართობს.