ინჟენერი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
მამა მოდი აქ –ბავშვის ხმამ მომწყვიტა კომპს და ლოჯში გასულს თვალცრემლიანი თითს აივამზე დაგდებულ ჩიტზე მიჩვენებს
არ ვიცი რამ აურია ფრენა მაგრამ მთელი ძალით შემოსკდომია შუშას რომელიც გუშინდელ ნათელ დღეს კარგად ირეკლავდა ეზოს იქვე აივანს მომდგარ ხეებს
და სივრცეს
საოცარია რამდენი ასეთი პატარა ბეღურა კვდება განსაკუთრებით ზამთარში როცა არსად არ მიფრინავენ და სიცივეში მობუზულები აქ სამშობლოში ხვდენიან სიკვდილს
მაგრამ შენ რომ შეეწრები სხვაა
ნისკარტიდან სისიხლი სდიოდა და ვერც ჩაწვეთებული წყალი გადაყლაპა!! მერე ანანომ სადღაც გადარეკა და ტელეფონი გაიგო თურმე შეიძლება ფრინველებსაც გაუწიო დახმარება მაგრამ საცოდავმა ამასობაში ორჯერ წამოიჟივლა გააანკალა და ხელში ჩამაკვდა
მივატოვე თვალცრემლიანი ბავშვი ვერ გავიმეტე ჩიტი გადასაგდებად ეზოში ჩავედი დავმარხე და უკან ამოსულს საოცრად დამიმძიმდა გული
იმის აღქმა რომ მოკვდავები ვართ სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანებზე ერთნი ღვთის ძებნას იწყებენ და ასე ცდილობენ გადაფარონ სიკვდილის შიში მეორენი ვერ ახერხებენ ღმერთის მოძიებას თუ თავის დაჯერებას
რადგანაც სიცოცხლე ერთხელ მოეცათ უამრავი ცდილობს
რაც შეიძლება მაძღრად გაატარონ და ან გზაზე ადგილი აღარ რჩება დანდობას და ადამიანობას
წარმატება იერარქია თანამდებობები ელიტარობა სელებრიტობა ესაა ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგიური ნარკოტიკი შიშის გასაყრუებლად და გული რომ არ დაწყდეთ ამაოდ გავატარეთ ეს ცხოვრებაო
გავეშებულები ცდილობენ მეტის შოვნა ჩახეთქვას და ისე იმარაგებენ მატერიალურს და ისე ეფლობიან ფუფუნებაში თითქოს ამით უკვდავები გახდებიან
ძალიან მცირე მიდის იმ აზრამდე თუ ემოციამდე რომ უფალი არსებობს და რაც მეტი მოგეცა მით მეტს მოგთხოვს რადგან შენდამი ნაბოძები ჭკუა მდგომარეობა თუ სახსრები მარტო შენს სასარგებლოდ თუ გამოიყენე!
ხოლო თუ არ არსებობს მაშინ მით უნდა შეგეცოდოს ადამიანი რომელიც მოკვდავია და თანაც ანაზდად ამიტომ ეცადო ვინც კი გადაგეყრება ამ სასრულ გზაზე კი არ დაჩგრო საკუთარი უპირატესობის გამოყენებით შეძლებისდაგვარად მასაც გაუადვილო ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა!
თუ ამას ათეისტი გაითავისებს ისიც მით მეტი ადამიანია
ეცადო დარჩე ნორმის ფარგლებში ! იცხოვრი ღისრეულად გადაუმეტებლად როგორც მატერიალურ ასევე სულიერ ასპექტში
მაგრამ სიკვდილის შიში და მისგან ამოზრდილი ყველა მანკიერება ძალიან ბევრს ძალავს! არასწორი ორიენტირების ბრალია ის რომ დინოზავრებიდან მოყოლებული არცერთ მტაცებელს თავისი მსგავსი იმდენი არ მოუკლია რაც ადამიანს ადამიანი
კლავენ ზუსტად უკეთ ცხოვრების ! კვაზიფასეულობების და სიკვდილის შიშის გამო!
ეს მოკვდინება მარტო სიცოცხლის შეწყვეტა არაა! სიდუხჭირეში ყოვედღიურად გადარჩენისათვის ბრძოლაში და მიკლებაში ცხოვრება ეს დროში გაწელილი სიკვდილია! აქ კი ბრალში ზუსტად ამ ქვეყნის ძლიერები არიან!
ყველა ვერ იბადება უფროსობის თუ ბიზნესის ნიჭით
მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი ეკონომიური თუ პოლიტიკური ჩაგვრის და დაცინვის ახია მაგათზეო!
რაც მეტი მოგეცა მით მეტი მოგეთხოვება ეჭვი არ შეგეპაროთ!
ყოველთვის დარჩე ადამიანად ისეთად როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა ნიჭია მაგრამ არა მიუღწეველი
უბრალოდ შიში უნდა დაძლიო!
ისე უნდა იცხოვრო აქ გული არ დაგწყდეს ხოლო იქ უფლის და წინაპრებისათვის თვალის გასწორება არ შეგრცხვეს!
არასოდეს არაა გვიან ამის მიღწევა! ავაზაკს ნახევარი დღე ეყო