კახა კუკავას პარტიამ თბილისში უზნაძის ქუჩაზე აფთიაქი გახსნა

თბილისში უზნაძის ქუჩაზე “თავისუფალი საქართველო”-ს პირველი აფთიაქი გაიხსნა.

“იაფი მედიკამენტების პროგრამა”, რომელსაც “თავისუფალი საქართველო” გასული წლის სექტემბრიდან ახორციელებს, დღეიდან კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.

მისივე თქმით, “თავისუფალი საქართველო” ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს სთავაზობს ანალოგიური სახის თანამშრომლობას.

 

“რუსთავი2”