იემენში ტყვეთა მასობრივი გაცვლა მიმდინარეობს …

იემენში 2015 წელს დაწყებული კონფლიქტს შემდეგ პირველად, დაპირისპირებულ მხარეებს – ხელისუფლებასა და რადიკალ ჰუსიტებს შორის – ტყვეთა გაცვლა იწყება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უახლოეს დღეებში დაახლოებით 600 ჰუსიტი ტყვისა და 400 სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლის გათავისუფლება იგეგმება. შეთანხმება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, გაერო-ს დაკვირვების ქვეშ, შვეიცარიაში სექტემბერში იქნა მიღწეული.

ტყვეების გაცვლის პროცესს მონიტორინგს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უწევს. ტყვეებით დატვირთული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 5 თვითმფრინავი იემენის 3 ქალაქიდან უკვე გამოფრინდა.

გაერო-ს წარმომადგენელი იემენში მარტინ გრიფითსი იმედოვნებს, რომ დარჩენილ ტყვეებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება. 15 000 ტყვის გაცვლის შესახებ მხარეები ჯერ კიდევ 2018 წელს შეთანხმდნენ, თუმცა, მისი განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისში იმყოფება. 2014 წლის სექტემბერში ჰუტისებმა დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს და თავი ქვეყნის მთავრობად გამოაცხადეს. საპასუხოდ ქვეყანაში საუდის არაბეთის ძალები შეიჭრა, თუმცა მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდა.

იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთი იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას უჭერს მხარს, რომელიც ქვეყანაში ჰუსიტების დაჯგუფებას ებრძვის. არაბეთის გაერთიანებული საემიროები კი ირანის მხარდაჭერილ სამხრეთის გარდამავალ საბჭოს მომხრეები არიან.

წყარო: newposts.ge