კალაძე საზოგადოების უმრავლესობის აზრს უპირისპირდება

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” სულ უფრო შორდება ქართველი ერის ფასეულობებს და იხრება აშშ და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მითითებების საფუძველზე განხორციელებული აგრესიული “გეი”-პროპაგანდისაკენ. ამ ტენდენციას ასახავს არა მხოლოდ პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის პოზიცია, რომელიც “გეების” ფილმს “ხელოვნების ნიმუშად” მიიჩნევს, არამედ თბილისის მერის, კახი კალაძის კომენტარი, რომელიც მან გამოხატა საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიმართ (“იმედზე” დაყრდნობით):

„ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ძალიან სამწუხაროა“, – ამით თბილისის მერი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. დედაქალაქის მერის თქმით, ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც ასე იქნება.

თბილისის მერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ.

კალაძის განცხადებით, ოპოზიცია და ამ აქციის ორგანიზატორები, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე ერთმანეთს აცოცხლებენ.

„ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი-ის ადამიანები, რომლებიც ჩამოთვალეთ და მეორე-ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ ანალიზსაც გააკეთებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სამწუხაროდ, საზოგადოება მართლაც ყველაფერს კარგად ხედავს, მაგრამ არაფერს აკეთებს! იმედია, ეს ვითარება ახლო მომავალში შეიცვლება!