საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
თურქეთის მზარდ გავლენებზე..
ფაქტია, რომ რუსეთის იმპერიამ დაშალა ოსმალეთის(თურქეთის) იმპერია. (1828-29, 1878-79 წლების ომები) ფაქტია ისიც, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით საფრანგეთი და ინგლისი, ყოველთვის თურქეთს უმაგრებდნენ ზურგს და ასევე, ძალიან ბევრ რამეს რეგიონში, სწორედ თურქეთის ხელით აკეთებდნენ, ისე რომ თვითონ ფარდის მიღმა რჩებოდნენ. ეს დღემდე ასე გრძელდება. მიუხედავად, ამისა, რუსეთმა თურქეთის იმპერია დაშალა, თან არც ისე დიდი ხნის წინ, შესაბამისად რუსეთი, ყოველი თურქისთვის- ისტორიული მტერია. (ძალიან ბევრი მათგანი ამბობს-” რომ არა რუსეთი, ახლა ჩვენი ტერიტორია …ქამდე იქნებოდა გადაჭიმული”)
აქედან გამომდინარე, თურქეთი შანს არ უშვებდა და არც გაუშვებს, რუსეთის გავლენების შესამცირებლად, მინიმუმ იმ ტერიტორიაზე მაინც, რომელიც სულ რაღაც 142 წლის წინ, თურქეთის ტერიტორია იყო, დაახლოებით 350 წელის განმავლობაში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიები.
ახლა ისმის კითხვა-მაშინ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და აფხაზეთში დაიწყო ომი, ვიცით ჩვენ რა როლს თამაშობდნენ თურქული სპეცსამსახურები ამ ომში, ჩვენს წინააღმდეგ? თუნდაც ვინ აფინასებდა ე.წ. კავკასიელ ხალხთა კონფედერატებს? რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ? ვის ქონდა და დღემდე ცდილობს ქონდეს გავლენები ჩრდილოთ კავკასიაში? თურქეთის მხრიდან, ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ხომ რუსეთს დაბრალდებოდა, რადგან დაქირავებული ბოევიკების უმრავლესობა, რუსეთის მოქალაქე იყო, ასეც მოხდა.
ის თემა, რომ კომუნისტებმა(რუსებმა) სპეციალურად შეგვიქმნეს “ცხელი წერტილები” და მერე აგვიფეთქეს, არც ისე ლოგიკურია, რადგან თვითონაც აუფეთქდათ ტერიტორიები 90-იანებში, თუმცა მათი მამაძაღლობები რა თქმა უნდა არ გამოირიცხება.
თურქეთმა აფხაზეთით, რუსეთზე “იძია შური”, საქმე გაკეთდა-რუსეთი მოძალადე რეჟიმად გამოცხადდა.(გასაგებია რომ ბევრ რამეს, რასაც თურქეთი მაშინ აკეთებდა რუსეთის წინააღმდეგ, დასავლეთის “თანხმობით” ხდებოდა, თუმცა, როგორც აღვნიშნე- თურქეთს თავისი “გრიზნიები” აქვს)
მერე რა ხდება?! ედიკამ თურქეთი “მეგობრად” გამოგვიცხადა.
მიჰამ კი “დაგვაძმობილა”. სწორედ მაშინ დაიწყო, თურქეთის მიერ აჭარის, ე.წ. ეკონომიკური ანექსია, რაც დღემდე გრძელდება.
ბიძინა, როგორ ყველაფერში, აქაც “სირაქლემის პოზიციას” არჩევს, შესაბამისად თურქეთს ვერც კი “ამჩნევს”.
თურქეთი კი არ ჩერდება-თურქული სერიალები, თურქული “ინვესტიციები”, თურქული რელიგიური სკოლები აჭარაში, უნივერსიტეტები და უმთავრესი- ყოველგვარი ნეგატივი მიმართოს რუსეთისადმი, ისე რომ მისი ქმედებები შეუმჩნეველი დარჩეს, მისი აღქმა კი, მხოლოდ პოზიტიური კუთხით ხდებოდეს-მედიაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში. რატომ აკეთებს ის ამას? ჩვენი კეთილი თვალების გამო?!
თურქეთის ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რამდენიმე ასეული მილიონის დახარჯვა ყოველწლიურად ჩვენისთანა ქვეყნებზე, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. სხვათა შორის, ამ პროცესში თურქეთი აზერბაიჯანის “გავლითაც”, ბევრ რამეს აკეთებს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
იმედია ჩვენი სპეცსამსახურები, ჩვენი პოლიტიკოსებივით არ იყიდებიან და თურქეთის ქმედებებს, შესაბამის ყურადღებას აქცევენ. თუ აქამდე ამაზე არ დაფიქრებულან, შეუძლიათ ეს პოსტი წაიკითხონ)))
პ.ს. რა თქმა უნდა, ამ სფეროში სინამდვილის დადგენა ბოლომდე-შეუძლებელია, თუმცა არსებობს ისტორია, ფაქტები და ლოგიკა, რაც უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ საკუთარ “უბეში გველი არ გამოვზარდოთ”. თუ რა უნდა იყოს თურქეთის საბოლოო მიზანი, რთული სათქმელია, თუმცა ეს ბოლო ოსმალო, ზედმეტად უკონტროლო გახდა, დასავლეთის მხრიდანაც კი, რაც საშიშია თავისთავად.