ბელარუსი ოპოზიციონერები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ბელარუსის ოპოზიციის სამი წარმომადგენელი – სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო 2021 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარადგინეს.

 

გამოცემა Vart Land-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატმა გეირ ტოსკედალმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერმა ეს ჯილდო „სამართლიანი არჩვენებისთვის ბრძოლით“ დაიმსახურეს, რადგან ბელარუსში „არალეგიტიმური რეჟიმის საწინააღმდეგო სამშვიდობო დემონსტრაციების სულისჩამდგემელები“ არიან. როსკედალმა იმედი გამოთქვა, რომ ტიხანოსვკაიასკოლესნიკოვას და ცეპკალოს ამ პრესტიჟულ ჯილდოზე წარდგენა „ევროპის უკანასკნელ დიქტატორთან ბრძოლისკენ მეტ ყურადღებას მიიპყრობს“.

ტიხანოვსკაიაკოლესნიკოვა და ცეპკალო ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ბრძოლაში ე.წ. „ქალთა ტრიუვირატს“ წარმოადგენდენ. ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაიამ და ცეპკალომ ზეწოლის გამო ბელარუსი დატოვეს, კოლესნიკოვა კი დაკავებულია ძალაუფლების შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით.

წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სასურსათო პროგრამას გადაეცა.

“იმედი”