„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლელოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მისი კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას.
მათივე ცნობით, ხაზარაძე ამ ეტაპზე განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ, დღეს იქნება.
„ჯერჯერობით ნორმალურად გრძნობს თავს, ელოდება განმეორებითი ტესტის პასუხს, სიმპტომები არ დამატებია და თავს გრძნობს მხნედ,“ – განაცხადეს „ლელოს“ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.
“ინტერპრესნიუსი”