კორონავირუსი საბავშვო ბაღის თუნდაც ერთ თანამშრომელს ან აღსაზრდელს რომ აღმოაჩნდეს, დაწესებულება იხურება
თბილისის 42 საბავშვო ბაღში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღებში კორონავირუსი სულ 42 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 8 ბავშვია, დანარჩენი კი – პერსონალი.
იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღში ინფიცირების თუნდაც ერთი შემთხვევა დაფიქსირდება, დაწესებულება იხურება.
საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დახურულია შემდეგი ბაღები: 35-ე, 53-ე, 89-ე, 153-ე, 190-ე, 93-ე, 99-ე, 29-ე, 36-ე, მე-4, 21-ე, „ხუთკუნჭულა“, მე-16, 72-ე, 213-ე, 186-ე, 59-ე, „იმედი,“ 216-ე, 160-ე, 205-ე, 46-ე, 113-ე, 22-ე, 61-ე, 39-ე, 27-ე, 33-ე, 28-ე, 176-ე, 158-ე, 208-ე, 184-ე, 197-ე, მე-17, 42-ე, 167-ე, 52-ე, 54-ე, 94-ე, მე-100, 38-ე.
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა, სამუშაო პროცესი არ დაიწყო ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალს კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაუფიქსირდა.
დღევანდელი მონაცემებით, დაფიქსირდა კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა. აქედან თბილისში – 469. სულ საქართველოში ინფიცირებულია 18 663 ადამიანი.
“სპუტნიკი”