აშშ -ს საელჩომ უკრაინაში გამორიცხა უკრაინის მიერ რუსული ვაქცინის შეძენის შესაძლებლობა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი მაკსიმ სტეპანოვი შეხვდა აშშ დროებით რწმუნებულს უკრაინაში ქრისტინა ქვინს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის და ჯანდაცვის სფეროში რეფორმების თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში.
“უკრაინა არ შეიძენს COVID-19 რუსულ ვაქცინას, რომელსაც არ გაუვლია უსაფრთხოებაზე კლინიკური შემოწმება” – განაცხადეს აშშ საელჩოში შეხვედრის დამთავრების მერე.
გონივრული ეჭვი მაქვს, კლინიკური შემოწმებაც რომ ჰქონდეს გავლილი, ამერიკელები მაინც არ მისცემდნენ უკრაინელებს რუსული ვაქცინის შეძენის უფლებას.
ბრძოლა დემოკრატიისთვის უკანასკნელ უკრაინლამდე!
ალექსი ლომიძე