საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გია ვოლსკის ქართულ-შვედური პორნო-ფილმის იდეა არ მოსწონს. გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ნამუშევრის იდეას ემიჯნება, თუმცა ვოლსკის არ სურს, რაიმე მოიმოქმედოს მავნე იდეის გავრცელების შესაჩერებლად:
„მე, პირადად არ მომწონს და თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთ იდეას, ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება, მაგრამ პასუხისმგებლობას ვიღებ ამასთან ერთად, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი ჯახი, რომელიც კანონს გადააბიჯებს“, – თქვა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ვერ გაუგია, რომ იგი სალონში ან უბრალოდ, “კუხნაში” არ ზის და მისი პირადი შეხედულებები და გამიჯვნა-არგამიჯვნა არავის აინტერესებს; მთავარია, იგი, როგორც თანამდებობის პირი, რას გააკეთებს. გამოდის, რომ ვოლსკი საქმით თანამონაწილეა იმ იდეისა, რასაც აღნიშნული ფილმი ატარებს.