როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
. ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება.
ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრებს დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბერიძის განცხადებით, საზოგადოება ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.
„დღეიდან სტატისტიკის შესახებ განცხადებებს მთავრობა გააკეთებს. თემის აქტუალურობის შესაბამისად, ინფექციონისტები და კლინიკის ხელმძღვანელობა ბრიფინგებს პერიოდულად გამართავს”, – განაცხადა ბერიძემ.
19 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1186-ით გაიზარდა და 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.
“სპუტნიკი”