დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“წლევანდელ წინასაარჩევნო კამპანიაში ნაცოპოზიციამ რამოდენიმე სავიზიტო ბარათით დაგვამახსოვრა თავი – აქამდე არნახული ფეიკ-ნიუს-კასკადი, სოციოლოგიური გამოკვლევების აქამდე არნახული გაყალბება და ელემენტარული, მოკლეფეხებიანი ტყუილი.
აქედან ერთ-ერთი ბოლო – “მთავარი საკანალიზაციო არხის” მიერ შეკვეთილი და ე.წ. “ipsos france”-ს მიერ ჩატარებული კვლევები, რაზეც თავად ამ კომპანიის პარიზის სათაო ოფისის ხელმძღვანელობას მოუწია ოფიციალური განმარტებების გაკეთება – ტყუილიაო, ჩვენ საქართველოში არანაირი სოციოლოგიური გამოკითხვა არ ჩაგვიტარებიაო, რამდენადაც ეს ჩვენთვის არისო ცნობილი, აღნიშნული კვლევები უკრაინის კიევის ოფისმა ჩაატარაო.
კი ბატონო, მთავარია მიუკერძოებელი და აპოლიტიკური იყოს ეს ოფისი, ნაცსექტასთან არ იყოს რაიმე სუბიექტურ სიმპათიებში შემჩნეული, ან თუნდაც “ქართულ ოცნებასთან” და გინდ ტანზანიის ipsos-ს ჩაეტარებინა. შევდივართ ipsos ukraina-ს დირექტორის ფბ- გვერდზე და ვაწყდებით საინტერესო დეტალს, რომელშიც, როგორც ვიცით ეშმაკი იმალება. და აი ისიც – ანუ ეშმაკი: მწირი, სულ რაღაც 12 მოწონებაში, ბატონ დირექტორს ერთადერთი პოლიტიკოსი მოწონებია, თუ გამოიცნობთ, რომელი?”-წერს ქართველიშვილი
“თვალსაზრისი”