ამ საღამოს, ვერის ბაღში მორიგი შეკრებისას, ლევან ვასაძემ მიმართა ამერიკის ოფიციოზს:
“რევოლუციამდე, სვეტიცხოვლის ტაძარში ეკიდა დიდი ჭაღი, რომელიც რევოლუციის შემდეგ დღევანდელ პრეზიდენტის სასახლეში, ალექსანდრეს ბაღის ქვევით, გადაიტანეს და საბჭოთა დროს იქ ეკიდა ეს ჭაღი. მერე, როცა ამერიკის საელჩო გაიხსნა ამ შენობაში, ხელი არ მინდა დავადო ვინმეს შეცდომით, მგონი კენტ ბრაუნი იყო მაშინ ელჩი, ეს ჭაღი, ფაქტია, მოიპარეს. … მივმართავთ ამერიკის საელჩოს, დღეს ტრამპის ეპოქაა, ლიბერალიზმი შაყირია, უბრალოდ, ჩვენთან მიდის ინერციით – დააბრუნეთ ეს ჭაღი, ამით დავიწყოთ!” – განაცხადა ლევან ვასაძემ რამდენიმე წუთის წინ. მის ამ მოწოდებას დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდა.