ბინაზე პროტოკოლით რჩებიან 18-დან 65 წლამდე ადამიანები, ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქი სიმძიმით მიმდინარე. ისინი, სადაც არ გვქვს ჩვენ სუნთქვის უკმარისობის გარკვეული ხარისხი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლაც არსებობს, თუმცა მასში ცვლილებები შედის.
„ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლაც არსებობს, თუმცა მასში ცვლილებები შედის და მუდმივად უნდა შედიოდეს. რას ვურჩევ მე დღეს ადამიანებს, ვინც ბინაზე არიან, პირველ რიგში არის ის, რომ არ იყოს პანიკა. ისინი, ვინც ბინაზე რჩებიან ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობისა და უსიმპტომო პაციენტები არიან. თუ მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ და ეს მოსალოდნელია, დაეწყოთ სიმპტომები, საჭიროა რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, რასაც ჩვენ ვეძახით ე.წ. დეზინტოქსიკაციას. საჭიროა, რაც შეიძლება მეტი მოძრაობა და არა უმოძრაოდ ყოფნა, რაც ხელს უწყობს შესაძლო თრომბო დარღვევების განვითარებას, რაც დამახასიათებელი კორონავირუსული ინფექციისთვის. აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი და როდესაც ის სცდება 38 გრადუსს, საჭიროა სიცხის დამწევის მიღება. ნუ დაელოდებით, რომ ვინმემ დაგირეკოთ. ყველა ადამიანს ჰყავს და უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი, დაურეკოს მას, ჩააყენოს პროაქტიულად საქმის კურსში და ეს დისტანციურად უნდა მართოს ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა, ეს არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რაც არ არის რთული, რადგან ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი, 99% 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდება. ისინი აღარ იქნებიან ინფექციის გადამტანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
“იმედინიუსი”