ლადო ბედუკაძე:  დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ბოდვის გასაჯაროებისათვის

ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ბოდვის გასაჯაროებისათვის.
საჭიროდ არ ვთვლი ხოლმე მსგავსი არარაობების გამოხტომების კომენტირებას, მაგრამ, აქ მხოლოდ ჩემში არაა საქმე.

ვიდეო

დიდი პატივია ჩემთვის ნეოფაშისტური რეჟიმის ერთ-ერთი ბურჯის მიერ მსგავსი მეტაფორული სიტყვებით შემკობა.
მადლობა უფალს, რომ ძალადობრივი ხელისუფლების მონა- მეხოტბეები დადებით კონტექსტში არ მომიხსენიებენ.
ამ მორიგი ბოდვის მთვარი მესიჯი კი ესაა:
– თურმე, საქართველოს მიწების გაყიდვის მცდელობა ყოფილა “ციხის კადრები 2” ,
– თურმე, “ყველა მოღალატე არის ბედუკაძე” !
– მათ შორის მოღალატე და “ბედუკაძე N2 ანაფორაში, რუსულ შავრაზმული დაჯგუფების წევრი” – მამა კირიონია,
– მოღალატე და “რუსეთის ღია აგენტია”, პატრიარქის ტახტის მემკვიდრე- მეუფე შიო,
– მოღალატეა დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე),
-მოღალატეა ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი ,
– მთავარი “მოღალატე ბედუკაძეა”- ქალბატონი პრეზიდენტი…
მადლობა ესეთი დიდი აღიარებისათის ნაც.მოძრაობის სექტის ეპისკოპოსს, მაგრამ საინტერესოა, რომელ სამშობლოზე ან “სამშობლოს ღალატზე” საუბრობს “საქართველოს ტირანიისგან მხსნელი ყოფილი პროკურორი” ?
იმ სამშობლოზე, რომელსაც ისინი კლავდნენ ?
თუ , იმ საკანონმდებლო ნორმაზე, ვგულისხმობ სამშობლოს ღალატს, რომლიც ს.ს.კ. კოდექსიდან სწორედ მათ ამოიღეს?
ეს არის უდიდესი შეცდომა, რომ ადამიანის არამსგავსი არსებები დღემდე წამლავენ საზოგადოებრივ აზრს საქართველოში.
დროა დავასრულოთ კორონაზე დიდი უბედურება ამ ქვეყანაში!

წყარო