ზელენსკი: უკრაინა შავი ზღვის რეგიონის დასაცავად ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს

უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გააკეთა.

 

მისივე თქმით, ბაზების მშენებლობის მიზანი შავი ზღვის რეგიონის დაცვაა.

”ვიწყებთ უკრაინული სამხედრო საზღვაო ბაზების მშენებლობას შავი ზღვის რეგიონის დასაცავად. ჩვენ ვაშენებთ უკრაინის არმიას, რომელსაც შეუძლია დაიცვას უკრაინა ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერსა და კიბერსივრცეში. ისე, რომ აღარავინ აღარც კი იფიქროს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ან უკრაინის ტერიტორიის ნაწილის წართმევაზე, ერთი გასროლის გარეშე. ეს არასოდეს მოხდება, მათ, ვინც ყირიმი უბრძოლველად დათმო, პასუხი უნდა აგონ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

“აიპიენი”