რატომ არ უნდა დაკარგოთ კომშის კურკები, რა გადატრიალება მოხდა მედიცინაში, როცა სიტყვა ცხელი – ცივით შეიცვალა და რა არის ყინულის კუბიკების, როგორც უკვდავების წყაროს საიდუმლო.
1) თუ დიზბაქტერიოზი და საერთოდ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, კომშის კურკის ნაყენი ხშირად გამოიყენეთ. კუჭნაწლავის ლორწოვანში სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის დაცემა, ამწვავებს ამ სისტემის ნებისმიერ დაავადებას. კომშის კურკა გამოყოფს ლორწოს და დიდი პროცენტით ზრდის კუჭნაწლავის ამომფენი ლორწოვანი ეპითელიუმის მდგომარეობას სიჯანსაღისკენ. ასევე ეს ნაყენი გამოიყენება ბრონქიტის დროს დიდი წარმატებით ყველა ასაკში.
2) ყველაზე აკადემიური დონის სწავლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში XX საუკუნის 80-იან წლებში იყო. ის ახლაც ლიდერია, რამდენი კერძო სამედიცინო ინსტიტუტიც არ უნდა შეიქმნას. რადგან ტრადიციებს და ბაზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ალბათ, დაბალ ასაკში, ჩემსავით ბევრს უკვირდა, რატომ ვსწავლობდით ინსტიტუტში ფიზიკას 80-იან წლებში ასე გაძლიერებით და ოთხი წლის განმავლობაში. ყველაზე მეტი პრეცედენტი ინსტიტუტიდან გარიცხვის, ვერ მოსწრების გამო, ხორციელდებოდა ფიზიკის კათედრიდან. მედიცინის რამდენიმე დარგი უშუალოდაა ფიზიკასთან დაკავშირებული. ფიზიკის გამოყენების გარეშე, ბევრი დაავადება სიკვდილით დამთავრდებოდა. მაგალითისთვის, რენტგენი და ლაზერული ქირურგიაც საკმარისია. კრეატიული ადამიანებისათვის, სხვადსხვა წყაროებიდან, უკვე ცნობილია, რომ ფიზიკა _ მათემატიკური სტრუქტურების გამოყენებით, შეიძლება სიმსივნური პოცესების პროგნოზირება. ინფრაწითელ ეფექტს ჰიპოკრატემდეც იყენებდნენ. ამისთვის ცხელ ნახშირს, რკინას, მარილს მოიხმარდნენ. 60-იანი წლების საქართველოში უნიჭიერესმა ქართველმა ფიზიკოსებმა, ცისფერი ნათების დიოდი გამოიგონეს. ღუსი მეცნიერები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. ეს იყო მსოფლიო მოვლენა. ქართველი მეცნიერების შეუთანხმებლად, რუსებმა ეს იაპონელებს მიჰყიდეს. ეს მორიგი ფაქტი იყო, რუსების მიერ თავიანთი მოდერნიზებული მონების დამცირების და უგულვებელყოფის. საქართველოს ისტორიის მთელი რეტროსპექტივა, ვითომდა `მხსნელის~_ დიდი რუსეთის მიერ, მუდამ ქართველთა მოტყუება, გადაგდება და მტრის ხახაში შეჩეჩებაა. ტოტლებენის მაგალითიც (უამრავი მაგალითებიდან) კი საკმარისია თუ როგორ ეკიდა ოდითგან დღემდე რეაქციულ რუსეთს – საქართველოს თავისუფლება, იმიჯი და მოსახლეობის ბედი. ზემოთაღნიშნულ აღმოჩენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, `ბიბისიმ~ გამოაცხადა, რომ იაპონელებმა უდიდესი აღმოჩენა შეძლეს _ მათ გამოიგონეს ცისფერი ნათების დიოდი.
3) საქართველოს პედიატრიული ქსელში, გავრცელდა (სამი წელია) მწვავე ინფექციური დაავადება ბავშვთა როზეოლა. იგი 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებს ემართება და პედიატრიული კათედრის მონაცემებით, ექიმებს ძალიან ხშირად ეშლებათ _ წითურაში ან ალერგიაში. არასწორი მკურნალობის შედეგად იმუნიტეტის ქრონიკულ, მყარ, მდგრად შეზღუდვას იწვევს. ახასიათებს ტემპერატურა, გამონაყარი. შეიძლება გადიდდეს კეფის ლიმფური ჯირკვლები, რაც აძლიერებს შეცდომის დაფიქსირების მიზეზს. გამონაყარი ოთხ დღეში ქრება. როზეოლას დროს მკაცრად უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკები. როზეოლას გამომწვევია ჰერპესის ვირუსის მე-6 ტიპი. ხშირად მშობლები წითურას ან წითელას მკურნალობას თავად კისრულობენ, ექიმის გარეშე. ბავშვი აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, რომ როზეოლას მკურნალობა არ მოხდეს წითურასადმი დაქვემდებარებული მეთოდებით.
4) თუ თქვენი ფრჩხილები მტვრევადი და დაღარულია, თქვენ კი არ გაქვთ სურვილი ექიმთან კონტაქტის, რომ მისი გამომწვევი დაავადება დაგიფიქსიროთ და იმკურნალოთ. მაშინ: ა) გაიკეთეთ აბაზანა ფრჩხილების 1:1_ ზე ზეთი და ვაშლის ძმარი ბ) ისვით 2 კვირა სამჯერ დღეში ფრჩხილებზე ლიმონი – ან გ) ღამით ფრჩხილებზე წაისვით გლიცერინი.
5) თუ გიჭირთ ჩაძინება და ეს გტანჯავთ, საუკეთესოა, ამ დროს, ჩაის მაგივრად თავშავას ნაყენი მიიღოთ.
6) იმუნიტეტის ამაღლების შვიდი გამოკვეთილი საშუალება არსებობს. მოგეხსენებათ, თუ იმუნიტეტი მდგრადია, მაშინ ადამიანის სიცოცხლეც ხანგრძლივია, ესენია: ა) ნაწლავების ფლორის ჯანსაღი მდგომარეობა. ანტიბიოტიკების სიზუსტით და დოზით მიღება. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ნაწლავის ფლორის აღდგენა. ბ) ცოტა და ხშირად კვება, ნატურალური მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. გაძღომის მცნების დავიწყება. გ) მოწევისა და სპირტიანი სასმელების უარყოფა. დ) სუფთა ჰაერის სიყვარული. ბინა დღეში (ნებისმიერ ამინდში) რამდენიმეჯერ გაანიავეთ: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თუ სახლში გაზის გამათბობელი გაქვთ, მაშინ ყოველ საათში 10 წუთი გაანიავეთ ოთახი, არ გაჩერდეთ იმ ოთახში სადაც ეწევიან. მათ სიცოცხლის ფასი არ იციან. შეიყვარეთ სუფთა ჟანგბადი. ე) ფიზიკური დატვირთვა სიცოცხლის წყაროა თუ ვარჯიშის შესაძლებლობა არ არის იარეთ, ისეირნეთ. იმოძრავეთ. თრომბის ყველაზე ძლიერ პროფილაქტიკას, კიბეებზე სიარული ახდენს. ვ) ხშირად იბანავეთ (ტანი), აუცილებელი არ არის ყოველდღე დაიბანოთ თავი. ზ) მშვიდი ძილი _ უმცირესი 8 საათი. საკმარისი დროით მშვიდი ძილის დროს, გამოიყოფა ის ნივთიერებები, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დიდი გარანტები არიან.
7) ისევე როგორც პედიატრიაში, ცხელი ორთქლის ინპალაცია, ჟანგბადის ცივი ორთქლით შეიცვალა, ასევე მედიცინის სხვა ყველა დარგში სიტყვა ცივმა გადატრიალება მოახდინა. ყინული სისხლდენას აჩერებს, ტკივილს აყუჩებს, ანთებას ამცირებს. დაჟეჟილობის და ტრავმის დროს, აგრეთვე, მოტეხილობის დროს 15-20 წუთი დაზიანებული ქსოვილი უნდა გააციოთ. ყინული ქსოვილში უნდა იყოს გახვეული. უშუალოდ კანზე ყინულის კუბიკი ან კომბოსტოს გაყინული ფოთლები _ მხოლოდ დამწვრობის დროს უნდა დაიდოთ. ნებისმიერი სითხეს _ ლიმონათს, კომფოტს, გაყინული ყინულის კუბიკები დაამატეთ. ეს არის იმუნიტეტის აღმავლობის უდიდესი პირობა. ასეთ შემთხვევაში ძველი დაზიანებული უჯრედები გამოიდევნება და ახალი უჯრედები წარმოიშობა. სხვადასხვა ნაყენი, რომელიც კანს აახალგაზრდავებს კუბიკებით გაყინეთ და კანი გაიწმინდეთ _ ასეთ შემთხვევაში ნაოჭები უპირობოდ გასწორდება. თუ დეპრესია შემოგეძალათ გაყინული პიტნის ჩაის ნატეხი მოწუწნეთ. თუ ადრე, ჩვენ გაციებისას ცხელ ჩაის ვეტანებოდით, ახლა მთელი პროგრესული მსოფლიო ყელის ტკივილის დროს ცივ სასმელში ყინულის კუბიკებს ათავსებს და სვამს. კბილის ტკივილის დროს ევროპელი სტომატოლოგები უკვე კრძალავენ სახეზე თბილი ნაჭრის დადებას. ლოყაზე ნაჭერში გახვეულ ყინულის კუბიკს იდებენ. ყინულის კუბიკებში მედიცინის ბევრი ისეთი საიდუმლოა, რომელთაგან ყველა ახსნილი არ არის. მაგრამ, უკვე მეცნიერებამ ცხადყო, რომ სასმელში მისი ხანგრძლივი გამოყენება _ დღეგრძელობის, გაკაჟების, უამრავი დაავადების დაძლევის, იმუნიტეტის განმტკიცების, წონაში დაკლების და გამოჯანმრთელების წყაროა.
წყარო: fortuna.ge