ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკში მიმდინარე არასანქცირებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ მიდგომები შეიცვალა და ახლა თითოეულს „მშვიდად იპოვიან“.
„ცუდია, რომ დაეხეტებიან მინსკში, ცუდია, რომ თავხედურად იქცევიან. თუმცა ჩვენ შევიცვალეთ ტაქტიკა. ჩვენ აუჩქარებლად ვიპოვით თითოეულს. ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე საშუალებები, რასაც სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც. თითოეული პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე. მე არ ვიმუქრები. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ეს გარკვეულ ეფექტს იძლევა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
აქვე მან აღნიშნა, რომ მინსკის მცხოვრებლები უკვე გამოფხიზლდნენ და დაინახეს, თუ რა შეიძლება დაკარგონ.
პრეზიდენტის თქმით, ხალხმა ერთმანეთს შეადარა მშვიდი მინსკი და მინსკი, რომელიც კვირაობითაც კი ქაოსშია.
“აიპიენი”