“დაუპიპინე ბიძინას” – “ევროპული საქართველო” დღეს აქციას გამართავს

დღეს, 21 ოქტომბერს, “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია – “დაუპიპინე ბიძინას” გაიმართება.

აქცია 10:00 საათზე, თბილისში საკრებულოს შენობასთან დაიწყება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, 14:30 საათიდან, აღმოსავლეთ საქართველოს “ევროპული საქართველოს” კოლონა, თბილისში ბიძინა ივანიშვილს ბიზნესს ცენტრთან „დაუპიპინებენ”, 17:00 საათზე, კი ბიზნეს ცენტრთან დასავლეთ საქართველოს ევროპული საქართველოს კოლონა მივა.

დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.

დაგეგმილია მსგავსი ტიპის აქციები ბათუმში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურჯაანშიც, რის შემდეგაც ავტომობილების კოლონები თბილისისკენ გამოემართებიან.

 

“ინტერპრესნიუსი”