აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო ბრიგადამ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. ოფიციალური ბაქო განჯის მიმართულებით მფრინავი სომხური უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებაც იტყობინება. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია კი თურქული წარმოების 10-ზე მეტი საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ვითარება სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მხარეებს ვითარების განსამუხტად მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ.

 

“რუსთავი2”