ქალაქი ყარს! სად არიან მერიის “კოვიდთან” მებრძოლი “გმირები”, მანქანების სავალ ნაწილზე რომ ღვრიდნენ ქლორს?თბილისო, შე ყარსის ციხედ გადაქცეულო მილяნო!

ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

ცხვირ-პირ-ბადეების ტარება აუცილებელია, “პროწივოგაზი” კიდევ უკეთესია – კორონავირუსი კი არა, იმის გამო, მხოლოდ, რომ ქალაქი ყარს! თბილისო, შე ყარსის ციხედ გადაქცეულო მილяნო!
სად არიან მერიის “კოვიდთან” მებრძოლი “გმირები”, მანქანების სავალ ნაწილზე რომ ღვრიდნენ ქლორს? :დ

და კიდევ: ეს პამპულა ე. წ. პატრული რომ აჯარიმებს ჩემნაირ საშუალო ფენას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაგვდევენ, სამაგიეროდ ერიდებიან ბობოლებს და… მათხოვრებს. ყოველ შუქნიშანზე ვიღაც დგას და მათხოვრობს. ეს თავისთავად უსინდისო ფორმაა მათხოვრობის, მაგრამ უარესი ისაა, რომ თავად მათხოვარს ექმნება საფრთხე – დიდი შანსია, რომ მანქანამ დაარტყას. მით უმეტეს, როცა მოხუცები დგანან ასე, შუა ქუჩაში! ამას რატომ არ აქცევს ყურადღებას გომბელაურის უწყება? რაო, ფულებს ვერ ამოიღებთ მათგან, ხო?? დღეს ახლა მეტროში ჩავედი სპეციალურად, რომ მენახა, რა ხდება – ხდება ის, რომ ნორმალურ მოქალაქეებს მეტროს ღრმაშინაარსიანი პოლიცია შენიშვნებს აძლევს – პირბადე გაისწორეთო, ამ დროს გადასასვლელ სადგურზე დარბიან აქოთებული, ტურტლიანი ციგნის ბავშვები, პირბადე არა ჩემი ფეხები. იქვე დგას ეს სახედარი პოლიციელი და ხმას არ იღებს – ხელებს არ ისვრის. აი ეს არის დღევანდელი ე. წ. ქართული სახელმწიფო, ეს არის თქვენი გამახარია თუ რა ჯანდაბაც არის, მათი მტავრობის სახე!

წყარო