ოპერის თეატრმა ლასკალამ ჯუზეპე ვერდის აიდა დაიდგა, რომელიც საზოგადოებისთვის მანამდე არ იყო ცნობილი. “აიდა” გენიალურმა კომპოზიტორმა, მის პრემიერამდე 1871 წელს სამი დღით ადრე შეცვალა.
უნიკალური ჩანაწერები მკვლევარებმა ერთი წლის წინ აღმოაჩინეს, “აიდას” მესამე აქტი სრულიად სღვაგვარად ჟღერს. აღმოჩნდა, რომ პარტიტუდა, რომელიც მესამე აქტშია გამოყენებული, ვერდმა მოგვიანებით, “მი მინორის რექვიუმში” გადაიტანა.
აიდას ახალი ვერსია მაესტრო შაინმა დადგა. აიდა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მეცოსპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა.
“იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, არა ეს არაა აიდა, ეს რაღაც სხვაა. იქნებიან ადამიანები რომელბსაც მოეწონებათ ეს ვერსია და მოუსმენენ მას. აქედან გამომდინარე ძალიან მომწონს კომპოზიტორ შაიის მიდგომა, აი ორი ვერსია, ძველი და ახალი და მსმენელს შეუძლია თავად აირჩიოს.” – უთხრა “ევრონიუს” ანიტა რაჭველიშვილმა.
აიდას შექმნის ისტორია
1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით ეგვიპტის მთავრობამ კაიროში საოპერო თეატრი ააგო და ჯუზეპე ვერდის საზეიმო ოდის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორმა უარი განაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ შეკვეთით ნაწარმოების შექმნას შეჩვეული არ იყო. 1870 წელს მარტში საბოლოოდ ვერდი მაინც დაეთანხმა ეგვიპტის მთავრობას და ეგვიპტურ სიუჟეტებზე ოპერის შექმნას დაპირდა. კომპოზიტორის ახლო მეგობარმა – კამილ დიუ ლოკმა (მათ იმ პერიოდისთვის მუშაობა ოპერაზე „დონ კარლოსი“ დამთავრებული ჰქონდათ) ვერდის გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის – აუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი სცენარი. ვერდიმ და მისმა მეუღლემ ტექსტი ცალკეულ სცენებად, ნომრებად და რეჩიტატივებად დაყვეს, რის შემდეგაც ანტონიო გისლანცონიმ ლიბრეტო შექმნა. ვერდის და გისლანცონის მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ლიბრეტოს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, თუმცა კომპოზიტორმა, მისთვის ჩვეული იუმორით, საკუთარი ჩანაფიქრის ორბიტაში მოაქცია გისლანცონი. ოპერის მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს შედგა კაიროს ოპერის თეატრში. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანტონიეტა პოზონი – აიდა. პიეტრო მონჯინი – რადამესი. ელეონორა გროსი – ამნერისი. ფრანჩესკო შტელერი – ამონასრო. პაოლო მედინი – რამფისი. ტომასო კოსტა – მეფე. დირიჟორი – ჯოვანი ბოტესინი). წარმოდგენას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის პრემიერას არ დასწრებია. ეგვიპტის მთავრობამ ვერდის ოტომანის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა.
1871 წლის სექტემბერში კომპოზიტორმა გადაწყვიტა „აიდას“ დადგმა ლა სკალაში. კომპოზიტორმა თავადვე მიიღო მონაწილეობა მთავარი როლის შემსრულებლების, ორკესტრისა და გუნდის მომზადებაში. იგი იმდენად იყო დაინტერესებული ევროპული პრემიერის წარმატებით, რომ თავად აირჩია მხატვრულად გამფორმებელიც. საოპერო პრელუდიის მაგივრად, ვერდიმ შექმნა უვერტიურა პოპურის სტილში, თუმცა, საბოლოოდ, უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგან საკუთარი მუსიკა უღიმღამოდ და მოსაწყენად მოეჩვენა.
წყარო: epn.ge